ხაშურის სოფელ ვაყე-ტკოცას გზის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონზე მეტი იხარჯება

330

ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ვაყედან სოფელ ტკოცამდე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 469 997 ლარი დაიხარჯება.

“პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს,სანიაღვრე არხების მოწყობა ასევე კეთდება საგზაო ნიშნები. სოფელ ფლევში და ტკოცაში გზის საფარი არასოდეს ყოფილა რაც დისკომფორტს უქმნიდა მოსახლეობას გადაადგილების დროს, განსაკუთრებით კი, უამინდობის დროს. დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურით 2000 მოსახლე ისარგებლებს,რაც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს”, – ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.