ქუთაისში ე.წ. პრესის სახლი 3.2 მილონად იყიდება

484

შემდეგი სტატია

ქონების ეროვნული სააგენტო ქუთაისში ე.წ. პრესის სახლის შენობას 3 200 000 ლარად ყიდის. ინვესტორმა შენობაში სასტუმრო უნდა მოაწყოს.

“პრესის სახლი” ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომლებიც ქონების ეროვნულმა სააგენტომ საინვესტიციოდ გაამზადა. ჯამში, ქუთაისსა და მის შემოგარენში 25 მსხვილი ობიექტი სხვისდება. შენობების ნაწილი ამორტიზებულია, ნაწილი კი ფუნქციური.

“პრესის სახლში” სხვადასხვა წელს რამდენიმე მედია ორგანიზაცია ფუნქციონირებდა. შენობაში ახლა ადგილობრივი ტელევიზია და რამდენიმე მცირე საწარმო მუშაობს.