ქუთაისის მერიის შენობა 16 039 000 ლარად იყიდება. ქალაქის თვითმმართველობის შენობაში, რომელიც 3 667 კვ.მ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და რომლის საერთო ფართიც 6 857 კვ.მ-ს შეადგენს, სასტუმროს მოწყობა იგეგმება.
რუსთაველის N3-ში მდებარე შენობა ძირითადი და დამატებითი კორპუსებისგან შედგება და მასში მერია, საკრებულო და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაა განთავსებული. რა იქნება მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის ახალი მისამართი, ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის შენობა ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომლებიც ქონების ეროვნულმა სააგენტომ 15 ივნისს ინვესტორებს წარუდგინა. ქონების ეროვნულმა სააგენტომ დაინტერესებულ პირებს ქუთაისსა და მის შემოგარენში მდებარე 24 საინვესტიციოდ მიმზიდველი ქონება შესთავაზა.