ორწლიანი ბრძოლის მიუხედავად, ზესტაფონის მერიის თანამშრომელს მაია კახნიაშვილს მუნიციპალიტეტი სამსახურში აღდგენაზე უარს ეუბნება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. კახნიაშვილმა, რომელიც ზესტაფონის "დასუფთავების სერვის ცენტრის" უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა, ორი წლის განმავლობაში სამივე ინსტანციის სასამართლო მოიგო და მათი გადაწყვეტილებების აღსასრულებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და პროკურატურასაც მიმართა, თუმცა მერია გათავისუფლებულ თანამშრომელს უკან არ აბრუნებს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ზესტაფონის მერიას მოუწოდებს აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები და ირმა...
“საზაფხულო სკოლა” 5 ივლისიდან გორის კულტურის ცენტრში და ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში გაიხსნება.  პროექტი სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვებისთვის ხორციელდება. “4 ივლისიდან ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში ,,საზაფხულო სკოლის’’ მეორე ეტაპი დაიწყება (მის. გორი, სუხიშვილის #20). სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8-დან 11 წლამდე ასაკი ბავშვებს.  ხანგრძლივობა – 2 კვირა, პროცესი მოიცავს 2 საათს”, – ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და...
სოფელ კირბალში ოკუპანტები მეოთხე საგუშაგოს აშენებენ. ინფორმაცია თავდაპირველად ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გაავრცელა, ახლა კი ფაქტს სუსი-ც ადასტუტებს. გამოცემა "რადიო მოზაიკა” ესაუბრა კირბალის მცხოვრებლებს, ადგილობრივები შეშინებულები არიან და ამბობენ, რომ დაკარგული აქვთ საძოვრები, სასაფლაოს ნაწილი და სალოცავი. მათი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც რუსული ფორმირებები არარსებულ საზღვარს თავად კვეთავენ და ხალხი ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიიდან ცხინვალში გადაჰყავთ. სუს-ში აცხადებენ, რომ ბორდერიზაციის ფაქტთან დაკავშირებით აამოქმედეს ცხელი...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ტურიზმის მიმართულებით არსებული პოზიტიური ტენდენციების და აღდგენის შესახებ გააკეთა გაცხადება. "შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ აჭარის რეგიონში, განსაკუთრებით კი ბათუმში სრულად არის აღდგენილი 2019 წლის ტურისტული ნაკადები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი გეგმა, რომელიც ტურიზმის აღდგენას ეხებოდა, სრულად მოქმედებს. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 87 %-იანი აღდგენა და უკვე, ივნისის ბოლო დღეების მონაცემებით, სრულად...
არა მგონია, ხალხის ნება იყოს ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. "ყველას კარგად ესმის, პირველ რიგში, ხალხს, რომ რადიკალური ნაწილი ცდილობს, მათ შორის მიმდინარე წარმატებული აღდგენა , ნებისმიერი საშუალებით დააზიანოს, გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს მოსახლეობაში, თუმცა ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებლად დავიკავებთ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენს ღირსეულ ადგილს,...
მუსიკალური პროექტი "თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში კონცერტები ამჯერად სამგორის რაიონში, 2 და 3 ივლისს გაიმართება. „პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი ესწრება. პროექტის ფარგლებში, ესტრადის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში კონცერტები გამართონ. პროექტი გრძელდება და  ამჯერად, სამგორის რაიონს ვეწვევით, სადაც 2 და...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ვანდალიზმის ფაქტები გახშირდა.  როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახლადრეაბილიტირებულ და მოწესრიგებულ რეკრეაციულ სივრცეებში ინფრასტრუქტურის დაზიანება მიზანმიმართულად ხდება.  „ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ვანდალიზმის მოხშირებული ფაქტები, რადგან ბოლო წლებში თბილისში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. ჩვენი დედაქალაქი დღითიდღე ლამაზდება, თუმცა, სამწუხაროდ, ახლადრეაბილიტირებულ პარკებში, სკვერებში მიზანმიმართულად ხდება ინფრასტრუქტურის დაზიანება, რაც საწყენია. ამ ყველაფერში უამრავი თანხა იხარჯება, კეთდება...
შემდეგი სტატია თბილისის მერიამ კომპანიებისთვის საათობრივი პარკირების აბონემენტები გააკეთა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „კომპანიებისთვის და სხვადასხვა საწარმოებისთვის გავაკეთეთ აბონემენტები, რომელიც გაცილებით იაფია წლის ჭრილში, ვიდრე ყოველდღიურად ზონალურ საათობრივი პარკირების გადახდა. კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ აბონემენტები და შემდეგ გამოიყენონ თავიანთი თანამშრომლებისთვის“,- აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, 1 ივლისიდან, საბურთალოსა და ისნის რაიონებში ზონალური საათობრივი პარკირებისთვის 1751 ადგილი...
ეროვნული გამოცდებისთვის თბილისში ავტობუსის დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძე განმარტავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. „ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით აბიტურიენტებისა და დასაქმებული პერსონალის შეუფერხებლად, დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის მიზნით, 2022 წლის 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით გამოცდის დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება საგამოცდო ცენტრების მიმართულებით. N39-ე, 173-ე, 177-ე, 191-ე, 175-ე საჯარო...
ახალციხის წყალმომარაგებისა და წყალარინების სამსახურის უფროსის, გაგა ღავთაძის თქმით, ახალციხის ტბაზე დამსვენებლებს სამი წყლის ველოსიპედი და ხუთი ნავი ემსახურება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მისივე თქმით, ერთი საათით ნავის დაქირავება 5 ლარია, წყლის ველოსიპედის კი 10 ლარი. რაც შეეხება თევზაობის მსურველებს, ისინი თევზაობას 1 ივლისიდან შეძლებენ. მსურველმა კი 5 ლარი უნდა გადაიხადონ. რაც შეეხება ტბაში არსებულ შადრევანს ის კვლავ არ ფუნქციონირებს. „ჯერჯერობით არაფერია,...
ქუთაისში კედელზე ცოცვის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადდა და მისი ღირებულება 674 000  ლარს შეადგენს. გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, რომ კუპრაძის ქუჩაზე კედელზე ცოცვის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა უზრუნველყოს. სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე დასრულდება.
ქარელში საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია დაგეგმილია, – ამის შესახებ “რადიო მოზაიკას” გიორგი ბერუაშვილი, ქარელის სპორტის ა(ა)იპ-ის უფროსი ესაუბრა. მისი განმარტებით, სტადიონის რეაბილიტაცია პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის ფარგლებში მოხდება. “პრემიერის ინიციატივაა, რომ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოხდეს ერთი სტადიონის რეაბილიტაცია და ამ ჩამონათვალში ქარელის სტადიონიც მოხვდა. ჩვენი ინფორმაციით, ამ პროგრამის განხორციელება წელს უნდა დაიწყოს. ვნახოთ, როგორ წარიმართება სამუშაოები. შეიძლება გარდამავალი პროექტი იყოს და მომავალ წელსაც გაგრძელდეს”, –...
წინა სტატია ახალ სსიპ-ს კურორტების განვითარების სააგენტოს სანდრო ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითავშილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა კურორტების განვითარების სააგენტოს შექმნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „300-ზე მეტი საკურორტე ადგილი და 100-ზე მეტი მოქმედი კურორტი გვაქვს. თითოეული ამ კურორტის განვითარებისთვის გვჭირდებოდა კონკრეტული სამუშაო ჯგუფი, რომელსაც გარკვეული ლეგიტიმაცია ექნება. ამ სსიპ-ის არსი იქნება სხვადასხვა უწყების კოორდინაცია. ამიტომ ცალკე...
ხულოს მუნიციპალიტეტს მალე ახალი ტურისტული ადგილი, ჩაოს გადმოსახედი შეემატება. გადმოსახედის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭრის ტელევიზია ავრცელებს. ამ დროისთვის უკვე გაკეთებულია გადმოსახედზე გასასვლელი ბილიკი. პროექტის მიხედვით დაგეგმილია მოაჯირის, ფანჩატურების, განათებების, გამწვანების და სკამების მოწყობაც. ტურისტული სივრცის მოწყობის იდეა ადგილობრივებს ეკუთვნოდათ. მოსახლეობის ინფორმაციით ახალი ტურისტული პროდუქტი ადგილობრივებს  ხელს შეუწყობს  სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობების განხორციელებაში. პროექტისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ 160 ათასი ლარი გამოყო.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში მდებარე 1879.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობა ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. საუბარია სავაჭრო ცენტრის ყოფილ შენობაზე, რომელის საწყისი ღირებულება 90 000 ლარია. აუქციონის პირობებში მითითებულია, რომ ობიექტი, შესაძლოა, კომერციული მიზნებისთვის გამოიყენონ. წინადადებების მიღება 30 ივნისს დასრულდება.
წინა სტატია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორის ზვიად ქარჩავას განცხადებით, ბაღის ტერიტორიაზე დამატებითი სადრენაჟე სისტემა მოეწყობა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს. „იცით, რომ გასულ კვირას უხვმა ნალექმა წყლის დაგროვება გამოიწვია. დაიტბორა ბოტანიკური ბაღის სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორია. იმ ტერიტორიაზე არ არის სადრენაჟო სისტემა განვითარებული. ამ ეტაპისთვის ეს პრობლემა მოგვარებულია, გუშინდელი წვიმს დროს არ იდგა წყალი. ორად ორი შემთხვევა იყო, როდესაც უხვი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ