ეროვნული გამოცდებისთვის თბილისში ავტობუსის დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

320

ეროვნული გამოცდებისთვის თბილისში ავტობუსის დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძე განმარტავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით აბიტურიენტებისა და დასაქმებული პერსონალის შეუფერხებლად, დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის მიზნით, 2022 წლის 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით გამოცდის დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება საგამოცდო ცენტრების მიმართულებით.

N39-ე, 173-ე, 177-ე, 191-ე, 175-ე საჯარო სკოლების მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან.

ხოლო, 117-ე საჯარო სკოლის მიმართულებით გადაადგილებას შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“. 103-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსი გავა მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან. აღნიშნული მიმართულებით ავტობუსი 10 აგვისტომდე იმოძრავებს“,- აღნიშნავს კალაძე.