“საზაფხულო სკოლა” 5 ივლისიდან გორის კულტურის ცენტრში და ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში გაიხსნება. პროექტი სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვებისთვის ხორციელდება.
“4 ივლისიდან ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში ,,საზაფხულო სკოლის’’ მეორე ეტაპი დაიწყება (მის. გორი, სუხიშვილის #20). სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8-დან 11 წლამდე ასაკი ბავშვებს. ხანგრძლივობა – 2 კვირა, პროცესი მოიცავს 2 საათს”, – ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, პროექტის მიზანია, მოზარდებისათვის ლოგიკური აზროვნების და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა. პროცესი მოიცავს შემეცნებით და გასართობ აქტივობებს, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.