ხელვაჩაურის სოფელ ქვედა აგარაში მცხოვრებლები ადგილობრივ თვითმმართველობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დასახლებაში ერთადერთი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, სოფელში გზის სავალი ნაწილი დაზიანებულია და ავტომობილით გადაადგილება უსაფრთხო არ არის. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ადგილზე ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ და ისინი მოსახლეობასთან ერთად ხელვაჩაურის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. საბოლოოდ მათ ხელვაჩაურის მერის მოადგილე შეხვდა და განუცხადა, რომ მოსახლეობას უახლოეს ერთი თვის განმავლობაში...
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", სავარაუდოდ, კიდევ ერთ საპარლამენტო მანდატს კარგავს. პარლამენტის დღის წესრიგში დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დგას, რასაც თავის მხრივ, ვარშალომიძის მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა იწვევს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
საკითხს 14 ივლისის სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს და დასკვნას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარადგენს.
ცნობისთვის, ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე...
გორის მერმა გამოსცა ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს რეორგანიზაციის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს. მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში ვკითხულობთ:
“მერიაში დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში, საჭიროა განხორციელდეს რეორგანიზაციის დაგეგმვა და განისაზღვროს განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმა”.
რეორგანიზაციის 9-პუნქტიანი გეგმა იხილეთ ბმულზე.
შეგახსენებთ, რომ გორის მერიაში რეორგანიზაცია გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ბრძანებით, 9 ივნისს დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისა და შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.
კონკურსი ცხადდება 2022 წლის აგვისტოში ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული პოზიციებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2022 წლის 26 ივლისის ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით)...
ქუთაისის მერია ფანჩატურებს აწყობს. ქალაქის მასშტაბით ასეთი ოთხი ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი. სამუშაოების შემსრულებლის გამოსავლენად მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ქალაქის სხვადასხვა უბანში ოთხი ფანჩატურის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 44 380 ლარი დაუჯდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დასასვენებელი ინფრასტრუქტურა გაკეთდება კოტე მესხის, სულხან-საბას, წერეთლისა და აღმაშენებლის ქუჩებზე.
სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 45 დღეში უნდა დასრულდეს.
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, სამი კაპიტალური შენობა მშენებლობის ეტაპზე, ორი ხის კონსტრუქცია და ერთი საძირკველი.
„თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა, რათა მათ უკანონო მშენებლობა შეეჩერებინათ და დემონტაჟი...
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალურ იურიდიულ პირებში დასაქმებულთა ხელფასები გაიზარდა, - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის 92 იურიდიულ პირში დასაქმებულთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება 2022 წელს გაიზარდა - ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში მომუშავე 8,406 ადამიანზე მიმდინარე წელს უკვე გაცემული და წლის ბოლომდე გასაცემი შრომის ანაზღაურების ჯამური მოცულობა 52,237,836 ლარია, რაც რეგიონის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ჯამური ასიგნებების 24%-ს შეადგენს.
წინამდებარე...
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკვე გაჭრილია 24 გვირაბი, საიდანაც 3 დასრულებული გვირაბით სატრანსპორტო საშუალებები უკვე სარგებლობენ.
სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 88 ხიდზე, საიდანაც 30 უკვე აშენებულია, ხოლო 6 დასრულებულ ხიდზე მოძრაობა გახსნილია.
“რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა ნამდვილად საუკუნის პროექტია და აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფნის ყველაზე გამომწვევი და მნიშვნელოვანი...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში, მდინარე ძირულას დაბინძურების შესახებ გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, საქმის წარმოება დაიწყეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მდინარე ძირულადან აღებულია მდინარის წყლის სინჯები და დახოცილი თევზის ნიმუშები, რომელიც კვლევების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიაში.
ასევე, დადგინდა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ბეტონის საწარმო...
წინა სტატია
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
გიორგი ელოშვილი "ქართული ოცნებიდან" მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის 2014-2017 წლებში მერის მოადგილე იყო, 2018 წლიდან - საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე, ამდენად ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლიდან ყოველ წელს, ჯამში 8-ჯერ, აქვს შევსებული. ჯერჯერობით, ბოლო კი - 2021 წლის, 2021 წლის ოქტომბერში, როცა ჯერ ისევ საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე იყო.
გიორგი ელოშვილი 37 წლისაა,...
შემდეგი სტატია
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
დიმიტრი ზურაბიშვილი "ქართული ოცნებიდან" მცხეთის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. მანამდე ის ჯერ შს სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო, შემდეგ - პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი. ქონებრივი დეკლარაციაც, 2013 წლიდან, ყოველ წელს, ჯამში 9-ჯერ აქვს შევსებული. ჯერჯერობით, ბოლო დეკლარაცია 2021 წლის დეკემბრის ბოლოს შეუვსია, მცხეთის მერად არჩევიდან მალევე.
ცხრავე დეკლარაციაში წერია, რომ მცხეთის მერი დაბადებულია თბილისში, ჰყავს მეუღლე...
წინა სტატია
ავტორი ეკატერინე ბასილაია
ასლან საგანელიძე "ქართული ოცნებიდან" ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას წლებია იკავებს. 2014-2017 წლებში ის ჯერ თვითმმართველი ქალაქის - ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარე იყო (2017 წელს ამბროლაურს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთვა და ქალაქი და თემი გაერთიანდა), 2018 წლის აპრილიდან კი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს, მას შემდეგ, რაც ახლადარჩეული თავმჯდომარე გარდაიცვალა.
უფრო ადრე, 2013-2014 წლებში, საკრებულოს ხელმძღვანელობამდე, საგანელიძე ამბროლაურის გამგებლის...
შემდეგი სტატია
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
ამბროლაურის მერი ზვიად (დავით) მხეიძე "ქართული ოცნებიდან" ამბროლაურის მერის თანამდებობას მეორე ვადით იკავებს. პირველად ის 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს, მეორედ - 2021 წლის ოქტომბერში. მანამდე კი, 2014 წლიდან, ამბროლაურის მერის მოადგილე იყო და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაცია ყოველ წელს, ჯამში 8-ჯერ, აქვს შევსებული.
ჯერჯერობით, ბოლო დეკლარაცია 2021 წლის სექტემბერში შეუვსია. ოჯახის წევრებად კი დედა, მეუღლე და ორი შვილი...
მიმდინარე წელს ქალაქ სიღნაღში შენობა-ნაგებობების ფასადების რეაბილიტაცია განხორციელდება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ექვს ქუჩაზე ( ბარათაშვილის, 9 აპრილის, დადიანის, კოსტავას, აღმაშენებლის და რუსთაველის) არსებული შენობების ფასადების, ღობეების და ჭიშკრების რეაბილიტაცია ივლისში დაიწყება.
"პროექტის მიხედვით, ორმოცდაათამდე შენობის ფასადი მოწესრიგდება. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ნაგებობას არსებული ისტორიული იერსახე შეუნარჩუნდება. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რომელზეც 594 042...
წინა სტატია
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
სერგო ხიდეშელი "ქართული ოცნებიდან" ონის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. მისი ბიოგრაფიის თანახმად, დიხეშელი წლების განმავლობაში ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) მაღალჩინოსანი იყო, შემდეგ, 2021 წლის ივნისიდან - ონის მერის პირველი მოადგილე, თუმცა, ქონებრივი დეკლარაცია პირველად მხოლოდ ონის მერის თანამდებობაზე არჩევიდან 5 თვის შემდეგ, 2022 წლის აპრილში აქვს შევსებული. საჯარო სამსახურის ბიუროს...
ა(ა)იპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებიდან გათავისუფლებულმა იურისტმა, მარინა აბულაძემ ა(ა)იპ–ის ხელმძღვანელობას სასამართლო დავა მოუგო. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაღების გაერთიანებამ აბულაძე სამსახურში უნდა აღადგინოს და იძულებით განაცდური საათები აუნაზღაუროს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
როგორც მარინა აბულაძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა სასამართლომ მოთხოვნებიდან მხოლოდ ერთი პუნქტი არ დაუკმაყოფილა.
„არ დამიკმაყოფილა დისკრიმინაციის მოთხოვნა, სადაც სიმბოლურად, მორალური ზიანის ანაზღაურებას 1 ლარის ოდენობით ვითხოვდი. სასამართლომა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































