„ევროპული საქართველოს“ ათეული ბათუმის საკრებულოში

1011

ბათუმის საკრებულოს არჩევნებში „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სიის სათავეში რაულ თავართქილაძეა. იგი გასული წლის ბოლოს გაემიჯნა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. მანამდე, 2004-2008 წლებში, რაულ თავართქილაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, შემდეგ – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.

სიის მეორე ნომერი ამირან ტაკიძეა, პროფესიით ექიმი, მესამე – ბადრი გორგაძე, პედაგოგი. „ევროპული საქართველოს“ სიის მეოთხე ნომერია ავთანდილ ბარამიძე, იგი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ძველი ბათუმის უბნის რწმუნებულად მუშაობდა. მეხუთე ადგილს ხელოვნებათმცოდნე შოთა ცაავა იკავებს.

სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე

 

წყარო: ბათუმელები