სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში სარაჯიშვილის, მოსულიშვილის, ახმეტელის და ბარათაშვილის ქუჩების გზების რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის ღირებულება 1 464 633 ლარია და ოთხივე ქუჩაზე ასფალტის საფარის და სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს.
განახლებული გზებით 4000 ბენეფიციარი ისარგებლებს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.