ზუგდიდის პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის” შტაბის ხელმძღვანლის დათო კოდუას განცხადებით, მმართველი გუნდი ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს დარეგისტრირდება. ამის შესახებ კოდუამ “აიპრესს” თემის კომენტირებისას განუცხადა.
“ამ წუთებში რეგისტრირდება მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩვენი გუნდის ლიდერმა, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა,”-აღნიშნა კოდუამ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში კანდიდატების დარეგისტრირების ვადა 21 სექტემბერს იწურება. არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: ipress.ge