ადგილობრივ თვითმმართველობებს უფლებამოსილება ეძლევათ, არაუგვიანეს 2021 წლის 1 სექტემბრისა, საკრებულოს თანხმობით მიიღონ გადაწყვეტილება, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისათვის პირობების შეცვლის ან გაუქმების შესახებ.
შესაბამისი ცვლილებები “ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შედის, რაც თავის მხრივ, კოვიდპანდემიას უკავშირდება.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მთელი რიგი ეკონომიკური აქტივობები შეფერხდა, რაც მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებული ან სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღებთა მხრიდან ნაკისრი პირობების შესრულებას ართულებს. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სასურველია დაწესდეს გარკვეული შეღავათები ბიზნესსექტორისთვის.
ცნობისთვის, აღნიშნული უფლებამოსილება თბილისის მთავრობას უკვე მიეცა და ეს შესაძლებლობა პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემდეგ, ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება.