„შენების მოძრაობის“ ლიდერებმა, დავით უსუფაშვილმა და კახა შარტავამ, სამტრედიასა და სენაკში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. მოძრაობის სახელით, სამტრედიაში მერობისთვის იმედა გოგავა, ხოლო სენაკში აპოლონ გარუჩავა იბრძოლებენ.
ლიდერებმა მოსახლეობას მოძრაობის საარჩევნო პროგრამაც გააცნეს და იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც ქვეყნის სწორი შენებისთვის აუცილებელია. მათ ყურადღება გაამახვილეს ხელისუფლებაში პროფესიონალების მოსვლის აუცილებლობაზე და ქვეყნის შენების პროცესში ახლი თაობის ჩართვაზე. როგორც წარდგენისას ლიდერებმა აღნიშნეს მათი მიზანია, გზა გაუხსნან მაღალი რანგის პროფესიონალებს, გაუზიარონ მათი გამოცდილება და ეს გამოცდილება მოახმარონ ქვეყნის სწორად შენებას.