გორის “ახალბაღისთვის” 7,8 მლნ ლარი დაიხარჯება

518

გორის კულტურისა და დასვენების პარკს “ახალბაღი” რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამ მიზნით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

ჯამში გამოყოფილია 7,86 მლნ ლარი. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა წინადადებების მიღება 2021 წლის 12 თებერვლიდან უნდა დაიწყონ და დასრულდება 15 თებერვალს. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 9 თვეში უნდა დაასრულოს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და გორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას შორის გაფორმებული საინვესტიციო დაფინანსების

შეთანხმების მიხედვით, რეაბილიტირებული ობიექტების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გორის მუნიციპალიტეტს.

პარკი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და დეტალური ტექნიკური პროექტი შეთანხმებულია და დამტკიცებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.