ოლიმპიური სპორტის სახეობებში მონაწილე სპორტსმენებს მერია სწავლას დაუფინანსებს

366

ოლიმპიური სპორტის სახეობებში მონაწილე სპორტსმენებს გორის მერია სწავლის გადასახადს 500 ლარით დაუფინანსებს. ინიციატივა საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს, გიგა გელაშვილს ეკუთვნის. აღნიშნულ საკითხს მხარი დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გელაშვილის თქმით, ეს არის ერთჯერადი დახმარება და მომავალში თუ ისეთი რაოდენობა იქნება, რომ ბიუჯეტურად გაწვდეს მერია, შესაძლებელია ამ დაფინანსების გაზრდაც.

“სპორტსმენებს, რომლებიც ირიცხებიან ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში და ამის პარალელურად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც, მათ თანადაფინანსებას უნივერსიტეტში მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით. ახლა სპორტსმენების ზუსტი ოდენობა არ ვიცით, რადგან ვინც გორში ცხოვრობს და აქ ვარჯიშობენ, მათი დათვლა მარტივია, მაგრამ ჩვენ გვყავს სპორტსმენები, ვინც თბილისშია და გორშია ჩაწერილი, მაგრამ ჩვენი სახელით ასპარეზობს. ჩენ ვალდებულები ვართ მათი დაფინანსების საკითხიც ვუზრუნველყოთ”, – ამბობს გიგა გელაშვილი.