ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, ყინულის დარბაზის მიმდებარედ, მალე კონსტიტუციის მოედანი მოეწყობა. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, გადაწყვეტილება პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიიღეს.
„ეს იქნება პირველი ქართული კონსტიტუციის მიმართ გამოხატული ჩვენი პატივისცემა და მისი პოპულარიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯი. კონსტიტუცია არის უპირველესი გარანტი ქვეყნის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და განვითარებისა“, – განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.