კახეთში ქარსაფარი ზოლის მოწყობისა და კოოპერატივების საქმიანობის საკითხებზე იმსჯელეს

342

კახეთში ქარსაფარი ზოლის მოწყობისა და კოოპერატივების საქმიანობის საკითხებზე გასვლითი შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კომიტეტის წევრი დეპუტატები კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერ არჩილ ხანდამაშვილთან ერთად, გურჯაანში, კოოპერატივების წარმომადგენლებსა და ფერმერებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის ძირითადი საჭიროებები, რაც კოოპერატივების წარმატებული საქმიანობის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია.