განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს სკოლაში პირბადის გარეშე სიარული შეეძლებათ. მშობელმა დაწესებულებას თხოვნით უნდა მიმართოს, რათა მოსწავლე პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდეს.
,,პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაცია მიეწოდა სკოლებს საგანმანათლებლო საჭირობის მქონე მოსწვალეებთან მიმართებით. თუ მშობელი მიმართავს სკოლას, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სკოლა იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე თავისუფლდება პირბადის ტარებისგან”, – განაცხადა დგებუაძემ.
შეგახსენებთ, რომ მეხუთე კლასიდან ზევით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულოა.