ბორჯომის მერიაში ონკოლოგიური პაციენტების დახმარების ახალი პროგრამა ამოქმედდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
ბორჯომის მერიის ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს I-II-IV-ე კლინიკურ ჯგუფებს და გულისხმობს, როგორც მედიკამენტებით უზრუნველყოფას და ოპერაციულ მკურნალობას, ასევე სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსებას.
„პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მერია III-IV-ე კლინიკური ჯგუფის პაციენტებს დამატებით 150 ლარს გადასცემს. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეების დაფინანსება სტაციონარული კვლევისა და მკურნალობისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.