ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია ისეთ უბნებსა და სოფლებში მიმდინარეობს, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა

358

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს, – აცხადებენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა არ შეჩერებულა.

გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ისეთ უბნებსა და სოფლებში, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა.

“სოფელ ქვედა ჩხოროწყუში საავტომობილო გზის მეორე ფენის დაგება დასრულებულია. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის ბიუჯეტი 497 777 ლარს შეადგენს’, – განმარტავენ მერიაში.