კახეთში – შიოშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – თორია – პრემიერმინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებად დანიშნა

823

წინა სტატია

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში სახელმწიფო რწმუნებულად ირაკლი შიოშვილი წარადგინა, სამეგრელო-ზემო სავნეთში კი – მალხაზ თორია.

შიოშვილი და თორია მანამდე სახელმწიფო რწმუნებული მოვალებას ასრულებდნენ. ორივე მათგანი ძალოვანი სტრუქტურიდანაა.

ირაკლი შიოშვილი კახეთის რეგიონში რწმუნებულის მოვალეობას მას შემდეგ ასრულებდა, რაც გასული წლის საპარლმენტო არჩევნებში მონაწილეობა მაშინდელმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მიიღო.

ირაკლი შიოშვილს დამთავრებული აქვს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერის სპეციალობით; თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „აღმაშენებელი“ იურისტის განათლებით ; 2004 წელს კი სამეცნიერო აკადემიური ხარისხი მიიღო. საქართველოს გარდა, მან 2009 წელს მიჩიგანის შტატის საერთაშორისო ბიზნეს აკადემიაც დაამთავრა. 2007 წელს გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ქიმიკოსთა ასოციაციის წევრი, ხოლო 2009 წელს სამხედრო საინჟინრო ასოციაციის წევრი.

მისი სამუშაო გამოცდილება 16 სამსახურს ითვლის, მათ შორის იყო ლოს-ანჟელესის ბიზნეს ცენტრში, საბანკო საქმის მენეჯერი;

თავდაცვის სამინისტროს საკომენდატო 23-ე ბრიგადის ასეულის მეთაური; . შ.პ.ს. „ქართული ლიმონათის“ გენერალური დირექტორი ; პირველი ციფრული მრავალარხიანი ტელევიზია „გლობალ TV“,გენერალური დირექტორი ; შ.პ.ს. „მობიტელი“ (ბილაინი) კახეთის რეგიონალური ფილიალის დირექტორი ; ს.ს. „დავით სარაჯიშვილი და ენისელი“, აღმასრულებელი დირექტორი; ამერიკის შეერთებული შტატები,კორპორაცია “L&K” გაყიდვების მენეჯერი და სხვა.

ირაკლი შიოშვილის არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. ის სამხედრო წოდებით მაიორია.

მალხაზ თორია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე დაინიშნა, 2020 წლის აგვისტოდან სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა. მანამდე კი რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

თორია რეგიონში რწმუნებულის მოვალეობას მას შემდეგ ასრულებდა, რაც მისი წინამორბედი ალექსანდრე მოწერელია თანამდებობიდან გადადგა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილობის გამო. ის აბაშა, მარტვილი, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატია “ქართული ოცნებიდან”.

მალხაზ თორიამ 1987-1994 წლებში დამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი. სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2020 წლის აგვიტოდან, 2021 წლის 9 თებერვლამდე – სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 2020 წლის 6 აპრილიდან სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე.
2019 წლის აგვისტო – 2019 დეკემბერი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარი სამართველოს უფროსი. 2019 წლის იანვარი – 2019 აგვისტო – სამეგროელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.

მუშაობდა ასევე კერძო კომპანიასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში,სხვადასხვა თანამდებობზე. 1995-2000 წწ – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, თანამდებობები – გამოძიებელი; უფროსი გამომძიებელი, განყოფილების უფროსი.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ორშაბათს, ასევე, 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.