ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ მერის წინაააღმდეგ პროკურატურას მიმართა. გ
იგა შუშანიამ პროკურატურაში განცხადება მერიის შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე წარადგინა. ოპოზიციონერი დეპუტატი ქალაქის მერს სამსახურეობრივ გულგრილობას და დანაშაულის დაფარვას ედავება.
გიგა შუშანიას თქმით, „ქალაქის ხელმძღვანელობა არ დაინტერესდა საბინაო სამსახურში არსებული ხარვეზებით და მეტიც, საკრებულოს დასკვნისთვის დადებითი შეფასების მიცემა დაავალა“. შუშანია აცხადებს, რომ არ აქვს პროკურატურის რეაგირების იმედი, თუმცა ამბობს, რომ გამოძიებას ახალი ხელისუფლება აუცილებლად დაიწყებს.