ცქიტიშვილი: საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა ამ ეტაპზე არ იგეგმება

424

მუნიციპალური ტრანსპორტი იმოქმედებს ყველა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოქმედებს. მაგრამ, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამ ეტაპზე არ ამოქმედდება, – განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვიცეპრემიერმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა არ არის დაგეგმილი და ისინი დააკვირდებიან შედეგებს, რასაც შეზღუდვების შემსუბუქებით მიიღებენ. კერძოდ, შეფასდება ეპიდემიოლოგიური ვითარება, მოიმატებს თუ არა კორონავირუსის შემთხვევები გაზრდილი მობილობის ფონზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

“პირველი თებერვლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედებულია სავაჭრო ქსელი, მაღაზიები. ასევე, აჭარაში უფრო მეტი შემსუბუქება დაიშვა. სკოლები გარდა სამი ქალაქისა, პირველი თებერვლიდან მუშაობდნენ. შესაბამისად, ეს დინამიკაც შეფასდება. თუ ეს ვითარება იქნება სტაბილური, ან გაუმჯობესდება, გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები უფრო სწრაფად და თამამად”, – განმარტა ცქიტიშვილმა.

რა შეზღუდვები მოიხსნება 8 და 15 თებერვლიდან იხილეთ ბმულზე.