რა შეზღუდვები მოიხსნება 8 და 15 თებერვლიდან

509

მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 8 თებერვლიდან, ნაწილი კი 15 თებერვლიდან იხსნება.

8 თებერვლიდან – მთელი საქართველოს მასშტაბით – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი

1. აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ მარშუტკები ) (გარდა შაბათ-კვირისა)

2. გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები (გარდა შაბათ-კვირისა)

15 თებერვლიდან – მთელი საქართველოს მასშტაბით

1. ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება)

3. კვების ობიექტები გარე სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ (გარდა შაბათ-კვირისა)

  • მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.
  • ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამებით.
  • კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.