ცქიტიშვილი: ამ ეტაპზე საბავშვო ბაღები არ გაიხსნება

346

ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე კერძო და საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები არ გაიხსნება.

მისივე თქმით, მთავრობა დააკვირდება დინამიკას დადებითობის მაჩვენებლობისა და ამის მიხედვით შეამსუბუქებს შეზღუდვებს.

“ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება. როდესაც პანდემიაა და იხსნება სხვადასხვა სეგმენტი, დამატებითი მობილობა არ შეიძლება გაკეთდეს ერთდროულად. ამ ეტაპზე გავხსენით სრულად სკოლები. ჩვენ ვუყურებთ იმას, თუ რომელი სეგმენტია ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ, ალბათ შევთანხმდებით, რომ სკოლები უფრო მნიშვნელოვანია ჯერ ამ ეტაპზე, ვიდრე ბაღები და ბაღების ჯერიც აუცილებლად დადგება”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

რა შეზღუდვები მოიხსნება 8 და 15 თებერვლიდან იხილეთ ბმულზე.