გაბუნია: მოსწავლეების კორონავირუსზე ტესტირება ძალიან რესურსტევადია

301
მოსწავლეების ტესტირება კორონავირუსზე ამ ეტაპზე არ იგეგმება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროგრამა ძალიან რესურსტევადია და არც მონაცემები არსებობს, რომელიც მეცნიერულად ხელს შეუწყობდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სკოლაში დასაქმებულების ტესტირებაზე, აქაც არის გარკვეული კომფორტული მიდგომა, როცა პროპორციულად დავუშვათ 20 პროცენტი არის ის მაჩვენებელი, რაც გვაძლევს მონაცემებს ზოგადად ინფექციის გავრცელების შესახებ. მასწავლებლების შემთხვევაში სამიზნე არის სკოლა და პედაგოგიური პერსონალი და ასევე სხვა დასაქმებულები სასკოლო გარემოში. ბავშვების შემთხვევაში და მათთან მიმართებაში ასეთი ტიპის სისტემური ტესტირების შესახებ ჯერჯერობითაც მკაფიო მონაცემი არ არსებობს, რომელიც მეცნიერულად ამ გადაწყვეტილებას ხელს შეუწყობდა და რესურსიც თვალსაზრისითაც, რესურსტევადია ძალიან ეს პროგრამა. ამდენად, ამ ეტაპზე უპირატესობა ენიჭება მასწავლებლების ტესტირებას, რადგან ისინი უფრო მეტად არიან ჯანმრთელობის რისკების მატარებელი“, – განაცხადა გაბუნიამ.