ხულოს მერია: მამულაძის, რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდება

331

ხულოს მერია წელს მამულაძის, რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაახლებს. ამასთან, აღნიშნულ ქუჩებზე გაფართოვდება გზა, მოეწყობა ბილიკები და სკვერი. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ასევე, პროექტის მიხედვით, დაბაში გამოიყოფა ტერიტორია საპარკინგე და აგრარული ბაზრისთვის. დაბის მოწესრიგების სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. პროექტისთვის წელს მილიონ 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.