ქედაში ელექტრო მიკროავტობუსი იმოძრავებს. 77 ათას 235 აშშ დოლარის ღირებულების პროექტი იაპონიის საელჩომ დააფინანსა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მიკროავტობუსი შშმ პირთათვის იქნება ადაპტირებული. მერიის ინფორმაციით, თანადაფინანსებით ელექტრო ავტობუსის ავტოფარეხის მშენებლობაც გათვალსიწნებული იქნება. ამ ეტაპზე ელექტრო ავტობუსის შესყიდვისთვის საჭირო ტენდერი ცხადდება. ტრანსპორტი დაბა ქედაში იმოძრავებს.