ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის, სოფელ დოლოგნის მონაკვეთი დაზიანებულია

347

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის, სოფელ დოლოგნის მონაკვეთი დაზიანებულია. გადაადგილება განსაკუთრებით გართულებულია დაბალი გამავლობის ავტომანქანებისთვის. მძღოლები ამბობენ, რომ ამ მდგომარეობაშია გზა დაახლოებით სამთვეზე მეტია, რაც გადაადგილების დროსაც ახანგრძლივებს და ავტომანქანებიც მწყობიდან გამოჰყავს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაცია დაწყებული იყო, თუმცა უამინდობის გამო შეჩერდა. სამუშაოები კი სველი გზის საფარის გაშრობისთანავე განახლდება.