“ბათუმის სანდასუფთავების” სახელით, კონკრეტული ჯგუფი ბათუმელებს ფულს სძალავს. ისინი მოქალაქეებს, თანხას, სადეზინფექციო და დერატიზაციის სამუშაოების სანაცვლოდ სთხოვენ. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
საგანგებო განცხადება დღეს სანდსუფთავების სამსახურში გააკეთეს. სამსახური ბათუმელებს მოუწოდებს, არ მოტყუვდნენ და მომსახურებისთვის თანხა არ გადაიხადონ, ვინაიდან სერვისს ორგანიზაცია უფასოდ აწვდის.
მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, დეზინსექციის სამუშაოები მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ხორციელდება, ხოლო მრავალბინიანი სახლების დერატიზაცია მთელი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად მიმდინარეობს.