ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის ბორჯომის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, რკინა-ბეტონის საფარი 1 250მ სიგრძის მონაკვეთზე 2 უბანში იგება.
„ სულ მალე ციცქიშვილებისა და ხაჩიძეების უბანში და გვარამაძეების ჩიხში მოსახლეობა ახალი გზით ისარგებლებს. აღნიშნულ უბნებში გზის დაგების სამუშაოები არასოდეს განხორციელებულა, მოუწესრიგებელი გზა ადგილობრივებს გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემას უქმნიდა. პროექტის მიხედვით, ციცქიშვილების უბანში გათვალისწინებულია ბეტონის ღარებისა და ლითონის ცხაურების გაკეთებაც. წყლის ასაცილებლად მოეწყობა ასევე ლითონის მილები“- განმარტა გამგებელმა.
პროექტის ფარგლებში გზა იგება სოფლებში მზეთამზეში და ქვაბისხევში. საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები უკვე დასრულებულია სოფელ რველში.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
წყარო: ინტერპრესნიუსი