მარნულის მერია ორი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაში 2 162 227 ლარს დახარჯავს

573

მარნულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ორი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაში 2 162 227 ლარის დახარჯვას აპირებს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაობეისათვის ორი ტენდერი გამოაცხადა. პირველი ტენდერის მიხედვით, ქალაქ მარნეულის N1 საბავშვო ბაღს ჩაუტარდება რეაბილიტაცია და აშენედბა სააქტო დარბაზი და ორი ჯგუფისათვის გათვლილი შენობა. აღნიშნული სამუშაოების შესყიდვას მერია 1 362 230 ლარად აპირებს.

რაც შეეხება მეორე ტენდერს, მარნეულის მერია 799 997 ლარის დახარჯვას სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის გეგმავს.

მარნეულის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის არსებული შენობის რეაბილიტაციის, სააქტო დარბაზისა და ორი ჯგუფისთვის განკუთვნილი შენობის მიშენების სამუშაოების ტენდერი მერიამ 29 იანვარს გამოაცხადა. ამავე დღეს გამოცხადდა ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის განკუთვნილი ტენდერი.

N1 ბაღის რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინანდადებების წარდგენა 18-დან 23 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ. რაც შეეხება ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის ტენდერს, მასში მონაწილეობის მიღება, დაინტერესებულ კომპანიებს, 17-დან 23 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ.