დღეიდან, საქართველოს ხუთ ქალაქში, მათ შორის თელავშიც, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა. თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.
თელავში ახალ ავტობუსებს, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქს გადასცა, მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ და ისევ ძველი ტრანსპორტი მოძრაობს.
speqtri.ge-ს მერიაში უთხრეს, რომ ფონდი თელავისთვის დამატებით კიდევ 5 ავტობუსს გამოყოფს და მუნიციპალური ტრანსპორტი ამის შემდეგ დაიწყებს მუშაობას. მერიამ 20 მძღოლი უკვე გადაამზადა.
ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს.
ისევ შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც.