„არა პოლიტიკურ „ლოკდაუნს”, არა პოლიტეპიდემიოლოგებს”- ამ სლოგანით ჯანდაცვის სამინისტროსთან სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათ კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათივე თქმით, იგივე მოთხოვნებით აქციებს მომდევნო დღეებშიც გამართავენ.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს 41 კითხვით მიმართეს, მათ შორის შეკითხვა ეხებოდა იმას, თუ რა ტიპის ვაქცინას შეისყიდის საქართველო და როდის შემოიტანენს მას ქვეყანაში.
„მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს 41 კითხვით მივმართეთ. გარდა ამისა, ხათუნა ზახაშვილი მოგვიწოდებს შევეგუოთ ტრანსპორტის გარეშე სიარულს, თვითინ ჩამოვიდეს ჯიპიდან და იაროს ფეხით. ნახოს, რამდენად კომფორტულია. ასევე მოვითხოვთ ბიზნესის ამუშავებას და ხალხს მიეცეს ნორმალური ცხოვრების უფლება“, – განაცხადა აქტივისტმა დავით დონერიანმა.