რუსთავში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სასწავლებელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

439

რუსთავში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სასწავლებელის პირველი სართულისა და საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოებს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის პირველი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, საკრებულოს დეპუტატები და „რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის„ ხელმძღვანელი გაეცნენ.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის რუსთავის ხელოვნების სასწავლებელში სამუშაოები 2021 წლის მარტში უნდა დასრულდეს. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და საერთო ღირებულება 529 ათას ლარამდეა.

„სრული რეაბილიტაცია უტარდება საკონცერტო დარბაზს, რომლითაც ოთხივე სამუსიკო სკოლა სარგებლობს და სწორედ მათი თხოვნა იყო ამ უნიკალური დარბაზის გარემონტება. საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები, მოეწყობა ახალი სკამები, განათება, დამონტაჟდება გახმოვანების თანამედროვე აპარატურა, ამასთანავე მთლიანად გარემონტდა შენობის პირველი სართული, სადაც მოეწყო გათბობის, ვენტილაციისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, შეიცვალა სანტექნიკა და ელექტროგაყვანილობის ქსელები. სამუშაოები კარგი ტემპით მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ვადაზე ადრე დასრულდება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.