ახალგაზრდობის სააგენტო „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025″ – შემუშავების პროცესში, რეკომენდაციების მიღების ბოლო ეტაპზე გადავიდა

371

ახალგაზრდობის სააგენტო „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025-ს“ შემუშავების პროცესში, რეკომენდაციების მიღების ბოლო ეტაპზე გადავიდა.

ახალგაზრდობის სააგენტოს ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს სტრატეგიის დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და რეკომენდაციების გაზიარება ახალგაზრდობის სააგენტოსთვის 31 იანვრის ჩათვლით, მათთვის მისაღები ფორმით, ანონიმურად, საკუთარი სახელით ან მეილის info@youthagency.gov.ge დახმარებით შეეძლებათ.

„ახალგაზრდობის სააგენტომ, ახალგაზრდული სფეროსთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც მომდევნო 5 წლის მანძილზე ქვეყნის ახალგაზრდულ სტრატეგიას განსაზღვრავს, საქართველოში ევროკავშირის პროგრამის ,,Skills4jobs’’ საერთაშორისო ექსპერტებისა და გაეროს სააგენტოების ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით შექმნა.

ამასთან, სააგენტოს სამწლიანი რეფორმის მონაწილეობრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ახალგაზრდობის სააგენტომ ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების უშუალო მონაწილეობისათვის, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფორუმები ჩაატარა.

რეგიონული ფორუმების დასრულების შემდეგ, მომზადდა კონსულტაციების შემაჯამებელი ანგარიში – კონსულტაციის ფარგლებში მიღებული მოსაზრებებისა და მიღებული რეკომენდაციების/წინადადებების გათვალისწინების შესახებ.

„სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის 2025“ დამტკიცების ეტაპზე კი, საქართველოს მთავრობას, სხვა შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად, წარედგინება აღნიშნული კონსულტაციების შემაჯამებელი ანგარიში.

რეგიონული ფორუმების ორგანიზებით მიღებული გამოცდილება საფუძვლად დაედება ახალგაზრდულ საკითხებზე სტრუქტურირებული დიალოგის პლატფორმის შემუშავებას და დანერგვას, რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდებსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სტრუქტურებს შორის, რეგულარულ ორმხრივ კომუნიკაციას სტრატეგიის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების ყველა ეტაპზე“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.