ახალგაზრდობის სააგენტოსა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლესაც ერთის მხრივ სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ვახტანგ ბააკაშვილმა, მეორეს მხრივ კი ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარაძემ მოაწერეს ხელი. მიზანი რეგიონში ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნა და გაძლიერებაა.
„ახალგაზრდობის სააგენოს“ ცნობით, პარალელურად, მულტიფუნქციურ ცენტრში ახალგაზრდებისთვის პირველი სასწავლო სემესტრი დაიწყო. ხსენებული ცენტრი იმერეთის პროფესიულ საგანმანათლებლო ჰაბს აერთიანებს, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებს აქტიურად ჩართავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაეხმარება შრომით ბაზარზე ეფექტურ ინტეგრაციაში.
„მულტიფუნქციურ ცენტრში ახალგაზრდებს საშუალება აქვთ აირჩიონ პროფესიული მომზადება გადამზადების მრავალფეროვანი კურსებიდან სასურველი პროგრამა, ჩაირიცხონ გადამზადების კურსზე და სრულიად უფასოდ მიიღონ ცოდნა ან აიმაღლონ კვალიფიკაცია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.