,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ გორის მერისა და საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინეს.
დავით მახნიაშვილი მერის კანდიდატია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მოსახვედრად ,,ევროპული საქართველოდან” შემდეგი კანდიდატები იბრძვიან:
ზურაბ ღვინიაშვილი – ჭალა-სადგური, გორი
ანა ირემაძე – ცენტრი, გორი
გივი წვერავა – ვერვხვები-კვერნაკი, გორი
რუსუდან ოქროაშვილი – წმინდაწყალი, გორი
მზევინარ ცარიელაშვილი – კომბინატი, გორი
იოსებ ღვინიაშვილი – ახალუბანი
ვახტანგ გაგნიძე – ბერბუკი
ოთარ თინიკაშვილი – ბოშური
თამარ ნარიაშვილი – დიცი
დავით მურადაშვილი – ვარიანი
გიორგი მელქუაშვილი – კარალეთი
მარინა კობალაძე – მერეთი
ლევან პიპანაშვილი – მეჯვრისხევი
ილია ესიაშვილი – ნიქოზი
ერეკლე ლაფაჩი – სკრა
ზურაბ ფისუაშვილი – ტინისხიდი
ინგა ონიაშვილი – ტირძნისი
მაია მარგველაშვილი – ტყვიავი
ტარიელ მამისაშვილი – ქვახვრელი
ლაშა წკრიალაშვილი – შავშვები
თამაზ ხუციშვილი – შინდისი
ეთერ კეჩხუაშვილი – ძევერა
გიორგი სულთანიშვილი – ხიდისთავი
ევროპული საქართველო — საჯარო რეესტრში, როგორც პოლიტიკურ პარტია, დარეგისტრირდა 1999 წლის 28 მაისს და თავმჯდომარეობდა ნუგზარ წერეთელი, გიგი წერეთლის მამა. ეს პარტია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კოალიციაში შედიოდა. მას შემდეგ, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორად გაიყო, პარლამენტში 21 მანდატი მიიღო. პარტიის გენერალურ მდივნად დაინიშნა გიგი უგულავა.