ზუგდიდში „პატრიოტთა ალიანსმა“ მერობის კანდიდატი დაარეგისტრირა

665

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო უბანში მერობის კანდიდატად გოგიტა ბიგვავა დაარეგისტრირა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ნანა ოყუჯავამ განუცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საკუთარი კანდიდატი არცერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას არ წარმოუდგენია.

67-ე საოლქო საარჩევნო უბანში მერობის კანდიდატად საინიცატივო ჯგუფმა რამდენიმე დღის წინ დომენტი (ზვიად) სიჭინავა დაარეგისტრირა.

წყარო: რადიოათინათი