მარნეულში ,,ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატი შეცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურშიც ადასტურებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ამირან გიორგაძის სარეკლამო ბანერები ქალაქში უკვე განთავსებულია, პარტიამ გიორგაძე თემურ აბაზოვით ჩაანაცვლა.
”ამირან გიორგაძე იქნება ”ქართული ოცნების” მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. ეს გადაწყვეტილება პარტიამ მიიღო, ხოლო თემურ აბაზოვი იქნება მერობის კანდიდატი მარნეულში’’, – აცხადებენ ,,ქართულ ოცნებაში“.
წყარო: ინტერპრესნიუსი