ტიკარაძე: ჩვენი მიზანია, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის პანდემიით გამოწვეული სოციალური რისკები მინიმუმამდე შევამციროთ

778

ჩვენი მიზანია, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის პანდემიით გამოწვეული სოციალური რისკები მინიმუმამდე შევამციროთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს მიერ სოციალური მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, დროებით შეჩერდა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება.

„ჩვენი მიზანია საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის პანდემიით გამოწვეული სოციალური რისკები მინიმუმამდე იქნას შემცირებული. ამისათვის გამოცხადდა მორატორიუმი და დროებით შეჩერდა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება. გარდა ამისა პანდემიის სირთულეების მიუხედავად, ყველა მოქალაქემ შეუფერხებლად მიიღო მისთვის განკუთვნილი სახელმწიფო გასაცემლები, რასაც დაემატა მოსახლეობის მხარდამჭერი გეგმით განსაზღვრული სუბსიდიები. ამ მიმართულებით უკვე ისარგებლა 1 700 000-ზე მეტმა პირმა, რისთვისაც სახელმწიფოს მეირ გაიცა 492 000 000 ლარზე მეტი“, – განაცხადა ტიკარაძემ.