არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის” მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსს მართავს სახელწოდებით: „ხალხს შია”.
მათი ერთ-ერთი წარმომადგენლის, ჯონი ქურასბედიანის განცხადებით, ქვეყანაში დღევანდელი სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
„ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციასთან მოვედით, რომ საკუთარი აზრი გამოვხატოთ. ხალხი ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობს… იმედია, დაგვიდგება ყველა გვერდით და მდგომარეობა გამოსწორდება. ხმას მივაწვდით კალაძესაც და აბსოლუტურად ყველას. არ გავჩერდებით!”, – განაცხადა ქურასბედიანმა.