პრემიერი: ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

451

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაცია იწყება.

აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილის განმარტებით, რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 21 მლნ ლარია გამოყოფილი.

„ქუთაისის ოპერის რეაბილიტაციის პროექტს ვიწყებთ. ქალბატონი თეა იყო ჩასული ქუთაისში. ჯერ კიდევ შარშან დავიწყეთ ამაზე მუშაობა. პროექტი შედგენილია და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის ოპერის და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრს, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 21 მლნ ლარია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.