დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობის შედეგად, 15 მეწარმე დევნილს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტი გადაეცა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პროექტი დევნილების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. სააგენტომ, პროექტის ფარგლებში, დევნილ მეწარმეებს 7500 ლარამდე ღირებულების ტექნიკა და დანადგარები შეუსყიდა.
გრანტის მიღების მთავარ პირობას საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი მინიმუმ ერთი პირის დასაქმება წარმოადგენდა. პროექტში გამარჯვებული მეწარმე დევნილები კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა.