~მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საფოსტო-საკურიერო მომსახურების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ განაცხადა, რომ საფოსტო-საკურიერო მომსახურების შესყიდვის ტენდერი მერიამ წელს პირველად გამოაცხადა.
„ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად, ყველა მუნიციპალიტეტი ვალდებულია რომ აღნიშნული ტენდერი გამოაცხადოს, ადრე არ ხდებოდა ტენდერის გამოცხადება. საქართველოს ფოსტასთან ვაფორმებდით ხოლმე ხელშეკრულებას და საქართველოს ფოსტა ემსახურებოდა მუნიციპალიტეტებს. ახლა უკვე არიან მსხვილი საკურიერო მომსახურებები ბაზარზე და შეუძლიათ აღნიშნული მომსახურეობების გაწევა. ამდენად საჭიროება დგას და არის შესაძლებელი ბაზარზე ტენდერის გამოცხადების საფუძველზე იმოქმედონ მუნიციპალიტეტებმა“ – გვითხრა ნინო დეკანოიძემ
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ საკურიერო მომსახურებისათვის ტენდერი 24 დეკემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 16-დან 18 იანვრამდე პერიოდში შეეძლებათ.