მერია: ქუთაისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა ახალ ფაზაში შევიდა

544

ქუთაისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა ახალ ფაზაში შევიდა და პროექტზე მომუშავე მხარეებსა და სუბიექტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ვიცე მერი დავით ერემეიშვილი და “დისტანციური ზონდირების და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი”.

მონაწილეებმა ისაუბრეს 2020 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცესების მიმდინარეობასა და გენგეგმის შემუშავების პირველ ეტაპზე.

“დისტანციური ზონდირების და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრმა გეოგრაფიკმა ” პირველ ეტაპზე წარმოადგინა გენგეგმის კონცეფციის საბაზისო მონაცემები, მონაცემთა ინდიკატორის და საბაზო რუკის სახით.

ხელშეკრულება ქუთაისის განვითარების გეგმაზე მუშაობის 3 ეტაპს მოიცავს.