გურჯაანში წინასაახალწლო დღეებში გარემოვაჭრეებს პროდუქციის რეალიზაციის უფლება მიეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ვაჭრობა მხოლოდ წმინდა ნინოს ქუჩაზე აკრძალეს, ვინაიდან იგი საერთაშორისო მნიშვნელობის გზაა და ტრანსპორტის გადაადგილებას ხელი ეშლება. რაც შეეხება სანაპიროს ქუჩაზე განთავსებულ მოვაჭრებს, მათ ვადა 1 იანვრამდე მიეცათ. შემდეგ კი გარევაჭრობა კვლავ აიკრძალება.