ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შენობის სრული აღდგენა მოხდება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
უფუნქციოდ დარჩენილი კულტურის სახლის რეაბილიტაციას სოფლის მოსახლეობა წლების მანძილზე ითხოვდა და წელს პროექტი სწორედ მათი ინტერესის გათვალისწინებით, რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 629 725 ლარით დაფინანსდა.
კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი ადგილზე გაეცნენ.