მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიით დაზარალებული მოსახლეობისთვის მიზნობრივი დახმარება კიდევ ერთხელ, იანვრის თვიდან გაიცემა. ანტიკრიზისულ გეგმაში მოქალაქეთა ნაწილი, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება, ვერ მოხვდა. მათ შორის შშმ პირთა უმრავლესობა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
კერძოდ, ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით ექვსი თვის განმავლობაში, მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე და 0-18 წლამდე ასაკის შშმ ადამიანებზე უნდა გაიცეს ამჯერადაც. ასეთი ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დაახლოებით, 43 ათასი მოქალაქეა. მათზე ჯამში სახელმწიფო 27 მილიონ ლარს დახარჯავს. ზუსტი სტატისტიკა კი ქვეყანას არ აქვს.
რატომ შეეხო სახელმწიფოს დახმარება შშმ პირების მხოლოდ ნაწილს, პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან, რატი იონათამიშვილი აღიარებს, რომ ადამიანთა ისეთი დაყოფა, რომელიც საქართველოშია, ნამდვილად უსამართლოა. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი რეკომენდაცია იყო დახმარება ყველა კატეგორიის შშმ პირს შეხებოდა, ეს ასე არ მოხდა და მიზნობრივი დახმარება მიღო, ვინც ეტლით სარგებლობს, აქვს ინტელექტუალური შეფერხება, უსინათლოა. ასევე მოქალაქეებმა 18 წლამდე. კერძოდ მათ, ვინც ერთი შეხედვით, ეპიდვითარების ფონზე, განსაკუთრებულ მაღალ რისკ ჯგუფს წარმოდგენდა. დეპუტატის განმარტებით, აქაც ხელისუფლებას არ უხელმძღვანელია კონკრეტული და ინდივიდუალური საჭიროებებით, თუმცა განმარტა:
“შშმ პირთა სამიზნე ჯგუფი, ბევრი ქვეყნის ინდენტურ გეგმებში არც მოქცეულა. ამ მხრივ, ეს გეგმა ნამდვილად იყო გამორჩეული და ჯამში სახელმწიფოს მხარდაჭერა 50 ათასამდე ოჯახმა მიიღო”, – გვითხრა დეპუტატმა.
ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების ნაწილიც, რომლებსაც შშმ პირის სტატუსი არ აქვთ. რატი იონათამიშვილის თქმით, იმ პრობლემების დიდი ნაწილის მთავარი მიზეზი, რომლის წინაშც დგანან შშმ პირები, არის შემდეგი – მოძველებული სამედიცინო მოდელის საფუძველზე ხდება სტატუსის დადგენა. ასეთ დროს კი სათანადო ყურადღება ვერ ექცევა საჭიროებებსა და მრავალფეროვნებას. სწორედ ამიტომ, ახალი კანონით “შშმ პირთა უფლებების შესახებ”, ქვეყანამ აიღო ვალდებულება სოციალურ მოდელზე გადასვლის, რომელიც ამ ადამიანების კონკრეტულ საჭიროებებზე იქნება დაფუძნებული.
საკანონმდებლო ორგანოს წევრის თქმით, რეფორმის ერთ დღეში გატარება ვერ მოხერხდება, მაგრამ სახელმწიფო უნდა ჰქონდეს ადექვატური სამოქმედო გეგმა კონკრეტული ვადების დადგენითა და რესურსების გათვალისწინებით, რათა თანმიმდევრულად გადავიდნენ შეფასების ახალ სისტემაზე, რომელიც შშმ პირთა უფლებებს და მრავალფეროვან საჭიროებებს დაეფუძნება.
2020 წლის მონაცემებით, ბაზაში სულ 126 851 განსხვავებული შესაძლებლობის მქონე მოქალაქე ფიქსირდება. მათგან მკვეთრად გამოხატული ხარისხის შეზღუდვის 29 926, 0-18 წლამდე კი 11 651 პირი. დანარჩენები კი ანტიკრიზისული გეგმის მიღმა არიან დარჩენილი. უფრო ვრცლად პრობლემის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.