უთაისის მერიამ წელს ქუჩები კრეატიულად მორთო. შემოქმედებითი მიდგომა საახალწლო განათებების უკუღმა დაკიდებაში გამოიხატა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ფალიაშვილის ქუჩაზე მოწყობილი განათებები ძველია და ის შარშანაც ეკიდა, თუმცა, წელს მერიამ საახალწლო მორთულობას მიმართულება შეუცვალა და უკუღმა დაკიდა. შეცვალა განათებაც და ფერადის ნაცვლად თეთრად გაანათა.
ეს მაშინ, როცა საახალწლო განათებებისა და დეკორაციების ასაწყობად საჭირო მასალების შესაძენად 128 888 ლარი დაიხარჯა. ძველი დეკორაციებია რუსთაველის ქუჩაზეც. რომელ ქუჩაზე აპირებს ქუთაისის მერია ახლადშეძენილი განათებების მოწყობას, ადგილობრივ თვითმმართველობაში ამაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუციათ.
განმარტებას არ აკეთებენ არც “ქუთგანათების სერვისში”. ააიპის ხელმძღვანელი მალხაზ ბასილაძე ადასტურებს, რომ საახალწლო განათებები მისმა სამსახურმა მოაწყო, თუმცა, დეკორაციების უკუღმა დაკიდებაზე ამბობს: “მე ვერაფერს გეტყვით ამაზე. გიდასტურებთ, რომ განათებები ჩვენ მოვაწყვეთ. დანარჩენზე მერია თუ მეტყვის, რომ კომენტარი უნდა გავაკეთო, გავაკეთებ” .
სოლიდურ თანხას ხარჯავს ქუთაისის მერია ნაძვის ხის გაფორმებაშიც. ძველი ნაძვის ხის განახლება ბიუჯეტს 27 904 ლარი უჯდება.
ჯამში საახალწლო სამზადისისთვის, რაშიც არ შედის კონცერტი და ფოიერვერკი, ქუთაისის მერია 156 786 ლარს ხარჯავს.