მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია თანამშრომლებზე ფულად ჯილდოს წელს არ გასცემს. ინფორმაცია მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ დავიდასტურა და თქვა, რომ დანამატი მხოლოდ მხოლოდამხოლოდ მარნეულის საზგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრზე გაიცემა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„არანაირი ჯილდო, არანაირი “მეცამეტე ხელფასი”, არანაირი დანამატი არ გაიცემა. ფულადი ჯილდო გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებზე – სხვა არავიზე“, – განაცხადა ტაბატაძემ.
ზაურ ტაბატაძის განმარტებით, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებზე დანამატის სახით ხელფასის დაახლოებით 80% გაიცემა.
2019 წელს მარნეულის მერიამ თანამშრომლებზე 726 952 ლარის ფულადი ჯილდო გასცა. გასულ წელს ჩვენს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფოორმაციის საფუძველზე, მერიაში ჯილდო 188 თანამშრომელმა აიღო.
ჯილდოს სახით ფულადი თანხა ასევე გადაეცათ მუნიციპალური ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების თანამშრომლებს.
მუნიციპალური ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების 754 თანამშრომელს საერთო ჯამში 507 502 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცა. აქედან, ა(ა)იპ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების 83 თანამშრომელს გადაეცა ჯამში 37 519 ლარი; ა(ა)იპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის 72 თანამშრომელს – ჯამში 54 897 ლარი; ა(ა)იპ მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 18 თანამშრომელს – ჯამში 13 384 ლარი; ა(ა)იპ მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების 314 თანამშრომელს – ჯამში 245 930 ლარი; ა(ა)იპ სუფთა მარნეულის 125 თანამშრომელს – ჯამში 106 157 ლარი; შპს მარნეულის სოფ.წყალის 85 თანამშრომელს – ჯამში 20 455 ლარი; შპს მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს 4 თანამშრომელს – ჯამში 1010 ლარი და შპს მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის 53 თანამშრომელს – ჯამში 28 150 ლარი.